ბათუმში, ფიტნესკლუბი რეფორმერი, სამართალდამცველებმა ჯერ 10 ათასი ლარით დააჯარიმეს, შემდეგ კი მის დასალუქავად მივიდნენ, რასაც მათსა და ჯარიმის გასაპროტესტებლად შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირების დროს ერთი პირი, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს, მოგვიანებით კი გაათავისუფლეს. ფიტნეს კლუბ რეფორმერს სამართალდამცველები შეზღუდვების დაუმორჩილებლობას ედავებიან. კლუბის მენეჯერის მიმართ კი შესაძლოა სისხლის სამართლის საქმეც აღიძრას. გვიან ღამით სამართალდამცველებმა „რეფორმერის“ შენობაში ტრენაჟორებიც დალუქეს.
ხმაური და დაპირისპირება ბათუმში, ფიტნესკლუბ „რეფორმერთან"
30 ნოე 202010:07
3 წუთის საკითხავი